Wednesday, November 25, 2009

გამოკითხვა

როგორ შეაფასებდით ტრენინგ-კურსს და აქ მიღებული ცოდნა რას შეცვლის თქვენს სასწავლო პროცესში?

Thursday, November 19, 2009

გამოკითხვა

რა მოგვცა III მოდულმა, როგორი იყო პროექტზე და ბლოგზე მუშაობა?

Monday, November 16, 2009

გამოკითხვა

რა მოგცათ ტრენინგ-კურსის II მოდულმა და როგორ გამოიყენებთ აქ მიღებულ ცოდნას საგაკვეთილო პროცესში?

Thursday, November 5, 2009

ტრენინგში მონაწილე მასწავლებელთა სერთიფიცირების პირობები

მასწავლებელი სერტიფიკატს მიიღებს იმ შემთხვევაში თუ სრულად წარმოადგენს II, III და IV მოდულით განსზღვრულ დავალებებს და გაცდენების რაოდენობა არ აღემატება სამ ტრენინგ-დღეს.


მასწავლებელი II მოდულის შეჯამებისას დადებით შეფასებას მიიღებს, თუ:
• წარმოადგენს ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებით გამდიდრებული გაკვეთილის გეგმის ელექტრონულ ვერსიას (გაკვეთილის თემა, გაკვეთილის კავშირი ეროვნულ სასწავლო გეგმასთან, შეფასების სქემა, საჭირო სასწავლო მასალები და რესურსები, გაკვეთილის მსვლელობის აღწერა);
• გაკვეთილის გეგმას თან ახლავს შესაბამისი ციფრული რესურსი (შეფასების ცხრილი, საპრეზენტაციო ფაილი, აუდიო/ვიდეო მასალა, ციფრული რესურსის მისამართი და ა.შ.).

მასწავლებელი III მოდულის შეჯამებისას დადებით შეფასებას მიიღებს, თუ:
• წარმოადგენს ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებით გამდიდრებული სასწავლო პროექტის ელექტრონულ ვერსიას (პროექტის თემა/იდეა, მნიშვნელობა/აქტუალობა, მიზნები/შედეგები, შეფასების სქემა, საჭირო რესურსი/მასალა, პროექტის მსვლელობის აღწერა);
• სასწავლო პროექტს თან ახლავს შესაბამისი ციფრული რესურსი.

მასწავლებელი IV მოდულის შეჯამებისას დადებით შეფასებას მიიღებს, თუ:
• დამუშავებულ გაკვეთილის გეგმას, შესაბამისი ციფრული სასწავლო მასალით, განათავსებს საგანამათლებლო რესურსების ელექტრონულ საცავში - http://lemill.net.
• პირად ელექტრონულ პორტფოლიოს, დამუშავებული გაკვეთილის გეგმითა და სასწავლო პროექტით, განათავსებს პირად ბლოგზე/საიტზე.